გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო

N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო მოეწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილიაII-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის იქნება.

სამლოცველომარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაწესებულებისმოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.

საზეიმო წირვა-ლოცვას დაწესებულების თანამშრომლები და მსჯავრდებულებიდაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამლოცველოს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა გადაეცა.

ამ დრომდე N8 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო სივრცე არარსებობდა. ფართი დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციურისამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და მასში ბრალდებულებისა დამსჯავრდებულებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის, სამლოცველო მოეწყო

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო საბჭოთა დროს ყველა რელიგიური კონფესიისთვის მიყენებული ზარალის კომპენსირებას უჭერს მხარს
შემდეგი სტატია“პასუხისმეგბლობას არ გავურბივართ”- ნინო ქადაგიძე-ჟვანია თოფაძეებს ბოდიშს უხდის