“ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა აზიანებს EU-საც და ქართველ ხალხსაც” – ასე მიმართავს ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს.
ევროპარლამენტარი სოციალ ქსელ “X”-ზე წერს, რომ განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს “ლეთარგიულ” მდგომარეობაში ყოფნა არ შეუძლიათ.
ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა აზიანებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ ლეთარგიული, როცა “ქართული ოცნება” ძირს უთხრის დემოკრატიას და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს”, – წერს ლექსმანი.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 19 მაისს ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ევროპელი ლიდერების თქმით, “საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული”.