პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისოსაზოგადოების“ (ISFED) მიერ ხმების პარალელური დათვლის ჩასწორებასთან დაკავშირებით:

1. არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები PVT-ს „ხარვეზებისა“ დაგადამოწმების აუცილებლობასთან დაკავშირებით საეჭვოდ დაემთხვა, მაშინ როდესაც ამისშესახებ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლებს ჯერ კიდევ საჯარო განცხადებაარ ჰქონდათ გაკეთებული. სანდოობის უზრუნველსაყოფად და მიუკერძოებლობისგამოსარიცხად ხმების პარალელური დათვლა, ასევე მისი აუდიტის პროცესი არისკონფიდენციალური. შესაბამისად, ასეთი ტიპის დამთხვევა აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლებასინფორმაციაზე უკანონო წვდომა ჰქონდა. დიდი ალბათობით ეს მოხდა უკანონო მიყურადებისშედეგად, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესის სანდოობას.

2. PVT -ს მეთოდოლიგია ითვალისწინებს შემთხვევითი შერჩევის წესით განსაზღვრულუბნებში დაწერილი ოქმების დაჯამებას. შესაბამისად, ხმების პარალელური დათვლა ვერახდენს უბანზე არსებული დარღვევების (კარუსელი, ბიულეტენების ჩაყრა, ბიულეტენშიჩანაწერების გაყალბებას) მონიტორინგს ან პრევენციას. სწორედ ამიტომ, ერთიანინაციონალური მოძრაობის მტკიცება არჩევნების მასშტაბურად გაყალბების შესახებეფუძნებოდა არა PVT-ს პირველად შედეგებს, არამედ მთელ საარჩევნო პროცესზედაკვირვების, საარჩევნო დღისა და ხმების დათვლის პროცესის განმავლობაში უამრავიდარღვევის შესახებ მიღებულ ვიდეო, აუდიო თუ წერილობით მტკიცებულებებს, რომელთაშესახებაც ჩვენ საზოგადოებას ინფორმაციას მუდმივად ვაწვდიდით. მაგალითისთვის – 2000-ზე მეტ ოქმში დისბალანსია, არჩევნების პროპორციულ ნაწილში 3000-ზე მეტი ბიულეტენიადაკარგული, ყველა ეს ბიულეტენი პოტენციურად კარუსელის განხორციელების წინაპირობაა, აღარ ვსაუბრობთ ჩაყრის და ამომრჩეველზე ზეწოლის ვიდეო მტკიცებულებებზე.

3. ISFED-ის ჩასწორებულ განცხადებაში მკაფიოდ აღნიშნულია: „მონიტორინგის შედეგადორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაშიყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატასაარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.“ ამ ფარგლების დისბალანსისპირობებში, რომელიც ცხადია, რომ სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ მოხდა, იძლევა4%-იან ცდომილებას.

არსებულ კითხვებს სამართლიანი არჩევნების წამომადგენლებმა ღიად, საჯაროდ დასრულყოფილად უნდა გასცენ პასუხი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ეს უნდამოხდეს დროულად და არა მხოლოდ წერილობითი ფორმით

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – საჯაროდ მინდა მოვუწოდო ელისაშვილს, შეწყვიტოს ოპოზიციის დისკრედიტაცია
შემდეგი სტატია„მრავალეროვანი საქართველო“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ თანადგომას უცხადებს