დეკანოიძე – საჯაროდ მინდა მოვუწოდო ელისაშვილს, შეწყვიტოს ოპოზიციის დისკრედიტაცია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს ოპოზიციის დისკრედიტაცია შეწყვიტოს.

მისი თქმით, ელისაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან მყარი გადაწყვეტილებაა, რომ ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება, მათ შორის თუნდაც იმ გადმოგდებულ ნამცებებზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სთავაზობს, მიუღებელია. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ჩვენ ვართ ერთიანი ოპოზიციასთან, არავითარი მერყეობა ამ მხრივ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ყოფილა. გუშინ საგანგაშო განცხადებად, რაც მომეჩვენა იყო ის, რომ ღიად ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა მიდის და საჯაროდ მინდა მოვუწოდო მას, შეწყვიტოს ოპოზიციის დისკრედიტაცია, მათ შორის ძალიან არ მესიამოვნა მამუკა ხაზარაძეზე თავდასხმა, როდესაც სრულიად ცრუ ინფორმაცია გაავრცელა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშითელავში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაპარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო განცხადებას ავრცელებს