„მრავალეროვანი საქართველო“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ თანადგომას უცხადებს

საერთო – სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებას ეხმაურება და აცხადებენ, რომ ისინი თანადგომას უცხადებენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მრავალეროვანი საქართველო“ გმობს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც შეიძლება მიზნად ისახავდეს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ან მთლიანად არასამთავრობო სექტორის რეპუტაციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

„2020 წლის 11 დეკემბერს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) განცხადება გაავრცელა და ხმების პარალელური დათვლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა, სადაც გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. ორგანიზაციის განმარტებით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

„სამართლიანი არჩევნები“ ერთ-ერთი ყველაზე ფართო რეგიონული ქსელის ქსელის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაარსდა იმ მიზნით, რომ საარჩევნო პროცესებზე სამოქალაქო მონიტორინგი განეხორციელებინა. დღემდე ორგანიზაციას განხორციელებული აქვს მონიტორინგი საქართველოში გამართულ ყველა მნიშვნელოვან არჩევნებსა და რეფერენდუმებზე. ამასთან განხორციელებული აქვს ხმებისა და აქტივობის პარალელური დათვლა ბოლო 9 არჩევნებზე.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალიზმით, სანდოობით და მიუკერძოებლობით. ორგანიზაციის საქმიანობა აღიარებულია ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

„მრავალეროვანი საქართველო“ წლებია აკვირდება საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებს. ორგანიზაცია ეფექტურად თანამშრომლობს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან“ (ISFED) და მასთან და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ არაერთ აქტივობაში.

ის ფაქტი, რომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საჯარო გახადა მის მიერ განხორციელებული აუდიტის შედეგები და ღიად ისაუბრა გამოვლენილ ხარვეზზე, ცალსახად მიუთითებს ამ ორგანიზაციის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, რაც დასაფასებელია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარს ვუჭერთ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED) და ვგმობთ ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც შეიძლება მიზნად ისახავდეს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ან მთლიანად არასამთავრობო სექტორის რეპუტაციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“,-აღნიშნავენ განცხადებაში.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.

banner
წინა სტატიაშიპარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა გაეროს მოუწოდა, რომ ჩინეთს კორონავირუსზე თავისი ქმედებების გამო პასუხი აგებინოს