ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად შსს-მ კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავა

ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი ჯ.ლ-ია, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდი და კრიმინალური ავტორიტეტია. არსებული ინფორმაციით, დაჯგუფება ძვირადღირებულ ავტომობილებს იტაცებდა და ცხინვალში გადაჰქონდა.

„სამართალდამცავები კრიმინალური დაჯგუფების კვალზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

ოპერაციას პირადად შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძრვანელობდა. როგორც ცნობილი გახდა, შსს-ს ოპერატიული ინფორმაცია საპატრულო პოლიციის თნამშრომელმა, ზურაბ გელაშვილმა მიაწოდა. მან საეჭვოდ მოძრავი ავტომობილი გააჩერა, რომელსაც დაჯგუფების წევრი ლ.კ მართავდა. შსს ცნობით, გამოძიება გრძელდება.

ავტორი:ბერდია კალანდია

 

 

banner
შემდეგი სტატია“ენერგეტიკის სამინისტრო თავისი პოზიციის გატანას ძალადობით ცდილობს”