ფარსმან II ქველის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

default

გლდანის რაიონის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

ამჯერად, ფარსმან II ქველის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორი ფენა საფარი მოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 425 050 ლარამდე დაიხარჯება.

აქამდე აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ კი, მათ ეს პრობლემა მოუგვარდებათ.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი – გვსურს, საქართველოში ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ