უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო

გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.

ოფისის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში დაღუპული 2 072 მშვიდობიანი მოქალაქიდან 169 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 2 818 პირი, მათ შორის 272 ბავშვი.

ოფისის განცხადებით, ყველაზე დიდი მსხვერპლი დონბასის რეგიონშია – 732 ადამიანი, რომელთა შორის 653 უკრაინის მიერ კონტორლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 79 კი პრორუსი სეპარატისტების ტეორიტორიაზე.

გაერო ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლთა რეალური რაოდენობა შესაძლოა, მეტი იყოს, რადგან მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, დადასტურებულ ინფორმაციას დაგვიანებით იღებენ.

banner
წინა სტატიაში21 ათასამდე ჯარისკაცი, 815 ტანკი, 171 თვითმფრინავი – ოკუპანტების დანაკარგი
შემდეგი სტატიაფარსმან II ქველის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება