პარლამენტთან გდდ-ის სპეცრაზმი გამოიყვანეს-შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს – განცხადებას ამის შესახებ გომელაურის უწყება ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.” აცხადებს შსს.

banner
წინა სტატიაშიUG: ვემიჯნებით ისეთი ინსტიტუციების ჩამოყალიბებას, რაც შესაძლოა, რუსეთთან გვაახლოებდეს
შემდეგი სტატიასახდეპი რუსულ კანონზე