“ვაგრძელებთ შეშფოთების გაზიარებას საჯაროდ და პირად საუბრებში”, – ასე პასუხობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი “ფორმულას” შეკითხვას რუსულ კანონთან დაკავშირებით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოს დასავლური გზიდან გადაიყვანს.
“როგორც ჩვენ, განუწყვეტლივ ვამბობდით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეერთებული შტატები კვლავ ღრმად არის შეშფოთებული, რომ ამ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში ზიანი მიადგება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ის გადაიყვანს საქართველოს ევროპული გზიდან.
ჩვენ თანაბრად შეშფოთებულნი ვართ, რომ ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი შეშფოთების გაზიარებას საჯაროდ და პირად საუბრებში”, – ნათქვამია განცხადებაში.