პარლამენტთან აქციაზე 12 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან 12 პირი დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით არიან დაკავებული.
„პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 12 პირი დააკავა. აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის არიან დაკავებული“, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეთა კენჭისყრაზე მისული ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს : მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი