მოსამართლეთა კენჭისყრაზე მისული ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს ცოტა ხანში უყრის.

“პარლამენტში არ შემიშვეს, მიუხედავად იმისა, რომ საშვი გუშინ დაუშვეს. უჩემოდ აირჩევენ ე.წ. კვალიფიციურ და კლანის მხარდამჭერ მოსამართლეებს” – ამბობს ჯანეზაშვილი.

“საშვი მქონდა დაშვებუილი, როგორც წესი და რიგია, როგორც ხდება ხოლმე, ნაგრამ არ შემიშვეს. მიზეზი არ უთქვამთ, შეუშვეს მხოლოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რაც მე ვნახე, კიდევ კარგი, მაგის სინდისი მაინც შერჩათ, რომ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს არ უთხრეს უარი. მე არ შემიშვეს, მინდოდა მენახა, როგორ ირჩევენ კლანის მხარდამჭერებს და აქტივისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, თუმცა, ვერ მოხერხდა” -აცხადებს ჯანეზაშვილი.

banner
წინა სტატიაში(Video) “პროპორციულს 200 ნაცი ითხოვს, თქვენც ნაცი ხართ”- კობახიძის მიმართვა “მთავარის” ჟურნალისტს
შემდეგი სტატიაპარლამენტთან აქციაზე 12 პირი დააკავეს