ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს : მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი

მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი,” – ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს ამავე კომიტეტის სხდომაზე მიმართა.

მათ შორის სიტყვიერი კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბესელიამ ოხანაშვილს მიუთითა, რომ იურიდიული კომიტეტი რეგლამენტის დარღვევით ჩაინიშნა სასესიო კვირაში.

“ქალბატონო ეკა, თქვენგან მიჩვეული ვართ შენიშვნებს, რომ თითქოს იურიდიული კომიტეტი რეგლამენტს ხშირად არღვევს. დღეს კომიტეტის სხდომა რეგლამენტის სრული დაცვით ჩაინიშნა. რეგლამენტის შესაბამისად, სასესიო კვირაში ნებადართულია კომიტეტის ჩანიშვნა, თუ მასზე განსახილველი საკითხი არ არის კანონპროექტი. თქვენ პოლიტიკური ინტერესი გაქვთ, ეს თქვენი არჩევანია, თუმცა ობიექტური არ ხართ,” – მიმართა ოხანაშვილმა ბესელიას.

ამის შემდეგ ბესელიამ ოხანაშვილს პერსონალური შეფასებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“პერსონალურ შეფასებებს თავი დაანებე. მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი,” – მიმართა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან აქციაზე 12 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაპარლამენტთან დაკავებულთა სია