პარლამენტში ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ

პარლამენტში ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად სამოქმედო გეგმაზე დისკუსიას აგრძელებენ.

“ლელოს” დეპუტატის, დავით უსუფაშვილის სამუშაო კაბინეტში შეხვედრას ესწრებიან: “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლები – თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, სერგო ჩიხლაძე, “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, “ლელოს” დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი და დავით უსუფაშვილი, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, “მოქალაქეების” დეპუტატი ლევან იოსელიანი, პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატი მიხეილ დაუშვილი. შეხვედრაზე მიწვეულები არიან “გირჩის” წარმომადგენლებიც, თუმცა, ჯერ ჯერობით “გირჩის” დეპუტატები შეხვედრაზე არ მისულან. ამავე საკითხზე ოპოზიციური ჯგუფები გუშინ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

პირველი შეხვედრა ევროკომისიის მოთხოვნებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე საპარლამენტო ოპოზიციამ 4 ივლისს გამართა, სადაც რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობაზე და მის დღის წესრიგზე იმსჯელეს.

banner
წინა სტატიაშიასე უკუღმა გაგება ევროპელობის… – პაპუაშვილი ოპოზიციაზე
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი – ოლიგარქის დეფინიციას თუ გადავხედავთ, ივანიშვილი შევა, მაგრამ შევლენ სხვა ბიზნესმენებიც, უკრაინის მსგავსი კანონი რომ მივიღოთ, კეზერაშვილიც მოხვდება, ხაზარაძეც