რაქვიაშვილი – ოლიგარქის დეფინიციას თუ გადავხედავთ, ივანიშვილი შევა, მაგრამ შევლენ სხვა ბიზნესმენებიც, უკრაინის მსგავსი კანონი რომ მივიღოთ, კეზერაშვილიც მოხვდება, ხაზარაძეც

არ მესმის, ვიღაც ადამიანს რატომ უნდა ავუკრძალოთ პოლიტიკაში საქმიანობა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ფული აქვს, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში კონკურენტული სისტემა და ბუნებრივი საარჩევნო ბარიერია საჭირო.

„ჩვენ ბევრი მდიდარი ადამიანი გვჭირდება, ვისაც შეიძლება, თავისი პარტია და მედია ჰქონდეს. ბუნებრივია, მდიდარი ადამიანი გავლენას ახდენს ბევრ სხვა სფეროზე. ეს არის სიმდიდრის ერთგვარი პრივილეგია, რის გამოც ადამიანები სიმდიდრისკენ მიისწაფიან. ამიტომ ასეთი კანონების წინააღმდეგი ვარ. გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ჩვენ კონკურენტული სისტემა უნდა გვქონდეს. გვჭირდება ბუნებრივი საარჩევნო ბარიერი. ჰოლანდიაში 150-კაციან პარლამენტში ათზე მეტი პარტიაა და შვიდია კოალიციაში. ეს არის დეოლოგარქიზაციაც, დეპოლარიზაციაც. თუ მართლა პრობლემის მოგვარება გვინდა, ასე შეიძლება, მოგვარდეს და თუ გვინდა, ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ და პოლიტიკიდან მამუკა ხაზარაძე ჩამოვაშოროთ, ეს პრობლემას არ მოაგვარებს, პოლარიზაციას გაზრდის და იანვარში ვერანაირ სტატუსს ვერ მივიღებთ.

პრობლემაა არა ივანიშვილია, არამედ ის, რომ შესაძლებელია ქვეყანა ერთი წერტილიდან მართო და ძალაუფლების გადანაწილება არ არსებობს, ყველაფერი არის ერთი ვერტიკალის ქვეშ. თუ სიტუაციის შეცვლა გვინდა, ეს უნდა შეცვალოთ, თორე, ივანიშვილის ნაცვლად ღარიბი ადამიანი რომ დავსვათ, რამე შეიცვლება? – შეიძლება უარესიც იყოს, რადგან ამ ქვეყანაში ივანიშვილზე უკეთესი და უარესი ადამიანიც არსებობს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ
შემდეგი სტატიავაშაძე – პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებას