ასე უკუღმა გაგება ევროპელობის… – პაპუაშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის აზრით, ოპოზიცია და არასამთავრობოები ევროკომისიის დოკუმენტს პოლარიზაციის გაღრმავებისთვის იყენებენ. პაპუაშვილი ოპოზიციის კონსულტაციებს ეხმაურება, სადაც ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე მსჯელობისთვის შეიკრიბნენ.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას ასეთი შეკრება არაფერს მოუტანს.

“პირველი რაც გააკეთა ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა და გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აიღეს ეს დოკუმენტი და იყენებენ მას პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ასე უკუღმა გაგება ევროპელობის, საქართველოს ევროპული მისწრაფების, ევროკავშირის ჩვენთან დამოკიდებულების, თავად აჩვენებს, რომ ამის უკან შეიძლება ერთადერთი რამ იყოს, რომ რამენაირად დისკრედიტაცია მოხდეს მთლიანი პროცესის.

საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობენ, ასეთი გაერთიანება მათ არაფერს არ მოუტანთ, გარდა იმისა, რომ კვლავ ნაციონალური მოძრაობა იპარაზიტებს მათ ამომრჩეველზე, ხმებს თავისკენ წაიღებს და ისინი დარჩებიან ჩვეულებრივად ისევ ამ მდგომარეობაში”, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმეტეხის ხიდის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო
შემდეგი სტატიაპარლამენტში ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ