პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა

პარლამენტის სხდომაზე, სადაც ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნისა და მისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ პროკურატურის მოთხოვნა განიხილეს, გადაწყვეტილება მიღებულია – პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერა.

რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოსახსნელად 76 დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო.

კენჭისყრაზე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნას სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მხოლოდ 2-მა დეპუტატმა მისცა, მათ შორის, პარტია “მოქალაქეების” წარმომადგენლებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა.

ნიკა მელია გირაოს გადახდას ისევ არ აპირებს, პარლამენტის სხდომას ენმ-ის სათაო ოფისიდან ადევნებს თვალს და აცხადებს, რომ ვერ დაიჭერენ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ბეჭი არ ამოიგდოთ ბატონო ალეკო, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, მანამდე მელიამ თუ არ გაგიტანათ
შემდეგი სტატიანიკა მელიას დევნა დაწყებულია გავრილოვის საკითხებთან დაკავშირებით