ნიკა მელიას დევნა დაწყებულია გავრილოვის საკითხებთან დაკავშირებით

ნიკა მელიას დევნა დაწყებულია გავრილოვის საკითხებთან დაკავშირებით. მინდა, გითხრათ, რომ პირადად გავრილოვთან კითხვები არ მაქვს, კითხვები მაქვს „ოცნებასთან“, როგორ მოახერხეს და ჩამოიყვანეს ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, შეიყვანეს პარლამენტში და სპიკერის სავარძელში დასვეს, რასაც მოჰყვა ქართველი ხალხის სამართლიანი აღშფოთება, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორგანიზატორებს პასუხს არავინ აგებინებს, ხოლო მის ნაცვლად ნიკა მელიას სისხლის სამართლის წესით სდევნიან. როგორც ოქრიაშვილი ამბობს, უკანონობას არ უნდა შეურიგდნენ.

„ახლა რა გამოდის, ორგანიზატორებს პასუხს არავინ აგებინებს, სამაგიეროდ, ნიკა მელიას, რომელიც აპროტესტებდა „ოცნების“ ამგვარ ქმედებას, სდევნიან სისხლის სამართლის წესით. ეს არის დაუშვებელი. ვფიქრობ, ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. ვიმედივნებ, აღარ მოხდება. ბევრს ვისმენ, რომ ეს არის კანონიერი დევნა. ხალხნო, ფაშისტურ გერმანიაში მაშინდელი ფაშისტური კანონმდებლობით, ექვს მილიონზე მეტი ებრაელი გაანადგურეს და კანონით მოქმედებენ. ჩვენ უკანონობას არ უნდა შევურიგდეთ“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა
შემდეგი სტატია„კურაციოს“ პრეზიდენტი – საქართველო მიიღებს ნებისმიერ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აკრეტიდებული და ნებადართული