თეა წულუკიანი – ბეჭი არ ამოიგდოთ ბატონო ალეკო, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, მანამდე მელიამ თუ არ გაგიტანათ

​ბეჭი არ ამოიგდოთ ბატონო ალეკო, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, მანამდე მელიამ თუ არ გაგიტანათ, – ასე მიმართავს სოციალური ქსელის მეშვეობით განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს.

„ბეჭი არ ამოიგდოთ (ჰმ, ამის თარგმნა ვინძლო გაჭირდეს), ბატონო ალეკო. მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი. თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ. დილეტანტი ეს!“ – წერს თეა წულუკიანი „ფეისბუქში“.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა: „ყველაზე მეტად მეიმედებოდა ერთი გოგო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა და ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე, მან ჩააფლავა მართლმსაჯულება“.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: თუ ნიკა მელიას დააკავებენ, თავის ბედს გახდიან დრამატულს, ქვეყანას ძალიან დააზიანებენ
შემდეგი სტატიაპარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა