პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მდუმარე აქციის მონაწილეების მხარეს, პარლამენტთან გადანაცვლებას ცდილობენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და ცოცხალი ჯაჭვით ცდილობს, სიტუაცია გაანეიტრალოს.

ამ წუთებში მოქალაქეების მშვიდობიანი, მდუმარე აქცია მიმდინარეობს. ისინი გუშინ, 5 ივლისს რადიკალი ძალადობრივი ჯგუფების თარეშსა და მედიაზე თავდასხმას აპროტესტებენ.

პარალელურად კი, რადიკალური მოძალადე დაჯგუფებები ქაშუეთის საკათედრო ტაძართან კონტრაქციას მართავენ. ცოტა ხნის წინ, რადიკალურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და მშვიდობიანი მომიტინგეებისკენ დაიძრნენ. სამართალდამცველებმა კი მობილიზიება გააძლიერეს და რადიკალების შეკავებას ცდილობენ.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთი ეძებს ქვეყანას რომ გადასცეს ვაქცინები, რომელთაც მალე ვადა გაუვა
შემდეგი სტატიააქტივისტებზე, უმცირესობსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია – ევროკავშირის პრესსპიკერი