ბულგარეთი ეძებს ქვეყანას რომ გადასცეს ვაქცინები, რომელთაც მალე ვადა გაუვა

ბულგარეთი ეძებს ქვეყანას, რომელსაც კორონავირუს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს – მათ მალე ვადა გაუვათ – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სტეფან იანევმა განაცხადა. მიმდინარე მომენტისთვის ბულგარეთმა 4,8 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო, მაგრამ მათგან მხოლოდ 1,8 მილიონი გამოიყენა.

ბულგარეთში ვაქცინაცია ძალიან ნელა მიმდინარეობს და მხოლოდ მოსახლეობის 15%-ია სრულად აცრილი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბულაგრეთში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ მომავალში, შესაძლებელია ასეთ უკიდურეს ზომასაც მიმართონ. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ მიმდინარე მომენტში ამის შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის ყოფილი კანცლერი მექრთამეობის გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება
შემდეგი სტატიაპარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა