პარლამენტის წინ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო. ადგილზე შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

“გუშინ ნიკა მელიამ დააანონსა ეს აქცია და ასევე ნიკა მელია გააკეთებს განცხადებას კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით. აქციები იქნება უწყვეტი, მათ შორის არა მარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და პლუს ამას დედაქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე. უფრო კონკრეტულად ამის შესახებ განაცხადებას გააკეთებს ნიკა მელია”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის პირადი ექიმი – დღეს დაახლოებით 2 საათიდან აქ ვარ, მაგრამ ახლაც ვერ ვახერხებ შესვლას
შემდეგი სტატიანევროლოგი ოთარ თოიძე – ჩვენ მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას