სააკაშვილის პირადი ექიმი – დღეს დაახლოებით 2 საათიდან აქ ვარ, მაგრამ ახლაც ვერ ვახერხებ შესვლას

გუშინაც აქ ვიყავი, დღესაც მთელი დღეა აქ ვდგავარ და საშვი არ მოუციათ. გვითხრეს, რომ დაგვეცადა, მაგრამ პასუხი ახლაც არ მიგვიღია, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გლდანის ციხესთან განაცხადა, სადაც ის შესვლას ითხოვს.

„დღეს დაახლოებით 2 საათიდან აქ ვარ, მაგრამ ახლაც ვერ ვახერხებ შესვლას. ძალიან რთული საკითხია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დასწრებას სასამართლო სხდომაზე, რაც ადვოკატებისგან მესმის, არ ვარ დარწმუნებული, რიმ სააკაშვილი სასამართლოს სხდომაზე დასწრებას შეძლებს. ადვოკატები ამბობენ, რომ ხელები უკანკალებს”, – განაცხადა ყიფშიძემ.

banner
წინა სტატიაშიკვიპროსის პრეზიდენტი – საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე მხარდაჭერა, თბილისისა და ბრიუსელის ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაპარლამენტის წინ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს