ნევროლოგი ოთარ თოიძე – ჩვენ მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას

ნევროლოგიური გართულება, რომელიც მოსალოდნელი იყო, ემთხვევა მის წინა ლაბორატორიული მონაცემების შესაძლო გაუარესების შედეგებს, რომელიც ჩვენ არ ვიცით, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ გლდანის ციხესთან განაცხადა.

“ექიმები ვფიქრობთ, რომ ეს გართულება არის გამოწვეული კალიუმის ნაკლებობით, რომელიც, შესაძლოა, სასიკვდილით დასრულდეს.

ჩვენ მოვითხოვთ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და უცხოეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში გადაყვანის შესახებ საკითხის დაყენებას. დღეს საღამოს მზად გვექნება ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოსთვის ექიმთა მიმართვა და შედეგები, ალბათ, დღეს იქნება გაგზავნილი”, – განაცხადა თოიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის წინ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამელია – ხვალ დილიდან ერთრდოულად სამ ადგილას გაიმართება აქცია