პარლამენტის წინ აქცია 30 ივნისს, 19:00 საათზე განახლდება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები მე-10 დღეა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორებმა დღეს მსვლელობაც გამართეს. „თავისუფლების მარშის“ მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ, 19.00 საათზე კი პარლამენტის წინ შეკრებილებს შეურთდნენ.

დღეს აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობის ნაწილიც შეუერთდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ თეთრი ბანერი მიიტანეს წარწერით – „წადი“, რომელზეც გამოსახული იყო თვალახვეული გიორგი გახარია.

აქცია პარლამენტის 30 ივნისს, 19:00 საათზე განახლდება.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა : გახარია აუცილებლად წავა!
შემდეგი სტატიათხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო-პატრიარქი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა