გიგი უგულავა : გახარია აუცილებლად წავა!

გახარია აუცილებლად წავა. რაც უფრო გაჯინიანდება ბიძინა ივანიშვილი, მით უფრო მეტ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

როგორც ის განმარტავს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს, ვინაიდან ამას ხალხი ითხოვს.

„20 ივნისის შემდეგ, ხალხი ისევ გახარიას გადაყენებას ითხოვს. გახარიას წასვლას ალტერნატივა არ აქვს. ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია დარბევის ორგანიზებაში, ეჭვმიტანილია იმაში, რომ გასცა ბრძანება საკუთარ ხალხს დათვის ტყვიები ესროლოს, გაზი შეასხას მაშინ, როცა მოლაპარაკებაზე ეძახდნენ, ყველა ინდიკატორია იმისთვის, რომ ეს ადამიანი თანამდებობაზე არ იყოს. გახარია აუცილებლად წავა! რაც უფრო გაჯინიანდება ბიძინა ივანიშვილი, მით უფრო მეტ პოლიტიკურ ფასს გადაიხრის. ეს უნდა ესმოდეს მასაც და მთლიანად “ქართულ ოცნებასაც”, – განაცხადა უგულავამ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ყოველთვის ვამბობდით, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით
შემდეგი სტატიაპარლამენტის წინ აქცია 30 ივნისს, 19:00 საათზე განახლდება