თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო-პატრიარქი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროში, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე და მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და აუცილებელია ქვეყნისათვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება ათონის მამების, მათ შორის იოანე და ექვთიმე მთაწმინდელების, გიორგი მთაწმინდელის და სხვათა მამათა ჩვენთა. ეს დიდი სულიერი სავანეებია. თქვენ იცით, რომ არის ქართული მონასტერი ივერონი და ჩვენ შევთხოვთ წმინდა მამებს, რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე და მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და აუცილებელია ქვეყნისათვის“, – აღნიშნა ილია მეორემ.

მისივე თქმით, სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი.

„აი, ეს სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელს საქართველოს. ბერის ცხოვრება ძალიან რთულია, ბერი არის ის ადამიანი, რომელიც არასოდეს არ არის კმაყოფილი თავისი მდგომარეობით და თავით. ბერი ის ადამიანია, რომელიც ცდილობს, დადგეს აღმავლობის კიბეზე. ბერი ის ადამიანია, რომელიც არ არის კმაყოფილი გუშინდელი დღით და დღეს უნდა, რომ იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე გუშინ იყო. ბერების ლოცვამ გადაარჩინა ქვეყანა და ეკლესია. გილოცავთ მთაწმინდელების დღესასწაულს. შეგვეწიოს იმათი ლოცვა ჩვენ და მთელს მსოფლიოს“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის წინ აქცია 30 ივნისს, 19:00 საათზე განახლდება
შემდეგი სტატიანინო ჟვანია ბექა ბასილაიას – მიდი იშიმშილე