პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერით გარბენი „ირბინე მშვიდობისთვის“ გაიმართა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს გარბენში „ირბინე მშვიდობისთვის“.

გარბენი, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციისა და საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ორგანიზებით და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

გარბენმა სტარტი დავით აღმაშენებლის გამზირზე აიღო და 2,5-კილომეტრიან დისტანციას მოიცავდა.

გარბენში მონაწილეობა სპორტსმენებთან ერთად ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ღონისძიების ყველაზე პატარა მონაწილე 6 წლის, ხოლო ყველაზე უფროსი კი 87 წლის იყო. ორგანიზატორთა თქმით, ღონისძიების მიზანი სწორედ ესაა, რომ ხელი შეუწყოს მასობრივი სპორტის განვითარებასა და საზოგადოების ფიზიკურ გაჯანსაღებას, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თვმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილიმიესალმება ყველა წამოწყებას, რაც სპორტის მასობრიობას შეუწყობს ხელს.

„ყველა ის აქტივობა, რაც შეეხება ჯანსაღ ცხოვრებას, გაორმაგებით და გაათმაგებით მნიშვნელოვანია. არსებული ინფორმაციით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია ჩვენს ქვეყანაში სპორტში ჩართული ადამიანების და ეს ერთ-ერთი აქტივობაა დასაწყისი იმისა რომ ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ შესაბამისი გარემო და მოვუწოდოთ, უფრო მეტად დაკავდნენ სპორტით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში გამართული გარბენი დევიზით „ირბინე მშვიდობისთვის“ საქართველოში პირველად ჩატარდა და ამიერიდან სისტემატურად მოეწყობა. ამის გარდა, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ჩატარდეს სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, ფესტივალები და კონფერენციები, მათ შორის: ირბინე საქართველო, ფიტნეს ფესტივალი, „Sportsway Tourism“ კონფერენცია, მსოფლიო სიარულის დღე, საჩვენებელი ტურნირი – Games of Heroes, საბრძოლო ხელოვნების ფესტივალები და სხვა.

banner
წინა სტატიაშიტროპიკული შტორმი “მარია” – კარიბის კუნძულებს მორიგი სტიქია ემუქრება
შემდეგი სტატია,,ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს აქვს შესაძლებლობა, აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია”