ტროპიკული შტორმი “მარია” – კარიბის კუნძულებს მორიგი სტიქია ემუქრება

სტიქიით დაზარალებულ კარიბის კუნძულებს მორიგი ტროპიკული შტორმი ემუქრება. მეტეოროლოგების განცხადებით, კარიბის ზღვის აუზში ახალი ტროპიკული შტორმი “მარია” ჩამოყალიბდა, რომელიც სანაპირო ზონის მიმართულებით მოძრაობს.

სპეციალისტების შეფასებით, ამ ეტაპზე სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 85 კილომეტრს აღწევს, თუმცა არ არის გამორიცხული რომ ქარი უფრო გაძლიერდეს. მეტეოროლოგების პროგნოზით, ყველაზე დიდი საფრთხე ანტიგუას, ბარბუდას და მონსერატს ემუქრებათ, რომლებიც ქარიშხალმა “ირმამ” მნიშვნელოვნად დააზარალა და 14 ადამიანი იმსხვერპლა. მეტეოროლოგების პროგნოზით, “მარია” კარიბის კუნძულებს სამშაბათს დაატყდება თავს.

banner
წინა სტატიაშიგანგაში იაპონიაში – ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს ძლიერი ტაიფუნი “ტალიმი” უახლოვდება
შემდეგი სტატიაპარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერით გარბენი „ირბინე მშვიდობისთვის“ გაიმართა