საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომაზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას ხსოვნას, კოლეგებმა პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
დღეს გარდაცვლილი ექს-პრემიერის დაბადების დღეა. ზურაბ ჟვანიას 52 წელის შეუსრულდებოდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა კოლეგებს, წუთიერი დუმილით მისი ხსოვნისადმი პატივის მიგება სთხოვა.
“კოლეგებო, სანამ დღის წესრიგის საკითხებს გავივლით, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს 9 დეკემბერია, დღეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ბატონი ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა და მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ მის ხსოვნას”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარული სხდომის დაწყებისას.