პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, მათ შორისზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ. ისინი მათი შვილების საქმეების ობიექტურად გამოძიებას და იმ ადამიანების დასჯას მოითხოვენ, ვინც მათი აზრით, ამ საქმეების გაყალბებას უწყობს ხელს.

მაჩალიკაშვილი და სარალიძე თბილისში გორიდან ჩამივიდნენ, სადაც ასევე საპროტესტო აქცია მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაოზურგეთში ორი ახალგაზრდა დაჭრეს