ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უწყებათაშორისი კომისია დატოვა
შემდეგი სტატიაპარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს