ოზურგეთში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

ოზურგეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 16 და 20 წლის ბიჭები დაჭრეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთში კლინიკა „მედალფაში” გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში  ჟურნალისტებს განუცხადეს, ახალგაზრდებს ჭრილობები გულ-მკერდისა და ბარძაყის არეში ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. მათივე განცხადებით, ახალგაზრდებს ოპერაცია უტარდებათ.

მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა