პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან კლინიკებში სულ ოთხი ადამიანი გადაიყვანეს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან კლინიკებში სულ ოთხი ადამიანი გადაიყვანეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქედან ერთი მოქალაქე „ნიუ ჰოსპიტალსში“ იქნა მოთავსებული, ერთი „ამტელ ჰოსპიტალსში“, ხოლო ორი ინგოროყვას კლინიკაში.

ამასთან, ჰოსპიტალიზებულთაგან ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია. კლინიკებში სამი მოქალაქე რჩევა.

უწყების ცნობით, „ამტელ ჰოსპიტალსში“ გადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მიერ მიმდინარეობს ზოგადი დაკვირვება. პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ ის და მასთან ერთად დაკავებული 17 პირი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიააქციის დარბევისას ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილს ხელი მოტყდა