აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ ის და მასთან ერთად დაკავებული 17 პირი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ ის და მასთან ერთად დაკავებული 17 პირი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. ამის შესახებ მინაშვილმა რუსთაველზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა გათავისუფლებული კვლავ აქციაზე მივიდა.

აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ჰყავდათ გადაყვანილი. სხვა დაკავებულების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიპროტესტი გრძელდება და გაგრძელდება ბოლომდე
შემდეგი სტატიაპარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან კლინიკებში სულ ოთხი ადამიანი გადაიყვანეს