“პარლამენტის არჩეული შემადგენლობა ხალხის ნებას არ გამოხატავს”- ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს

kukava

არასაპარლამენტო ოპოზიცია დღეიდან კონსულტაციებს იწყებს. “თავისუფალი საქართველოს” ლიდერის განცხადებით, ერთობლივი ორგანო შეიქმნება, რომელიც ხელისუფლების რეჟიმის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კუკავას თქმით, გაერთიანებაში რამდენიმე ოპოზიციური პარტია შევა. ეს არჩევნების შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციის პირველი შეხვედრაა. არასაპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

„ქვეყანაში დამკვიდრებულია ორპარტიული კოჰაბიტაციური ავტორიტარიზმი. პირველი, რაც ყველაზე მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოებას, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ საქართველოში არასამართლიანი და არათავისუფალი არჩევნები ჩატარდა და პარლამენტის არჩეული შემადგენლობა ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს,“ – განაცხადა “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, კახა კუკავამ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო თანამდებობები მომავალი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი
შემდეგი სტატია“2017 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება სახელმწიფო სექტორში ხარჯების, მათ შორის პრემიების შემცირებაზე”