“2017 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება სახელმწიფო სექტორში ხარჯების, მათ შორის პრემიების შემცირებაზე”

2017 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება სახელმწიფო სექტორში ხარჯების, მათ შორის პრემიების შემცირებაზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კვაჭანტირაძის თქმით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ბიუჯეტზე იმსჯელეს და აღინიშნა, რომ სერიოზული თანხები იქნება გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

“შეხვედრის მთავარი საკითხი იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის მზდება. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის საკითხებსაც შევეხეთ, ერთმნიშვნელოვნად, მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება მორგებული ჩვენი ქვეყნის საჭიროებებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ქვეყნის ეკონომიკის წინაშე და იმ დაპირებებზე, რომელიც გაიცა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაში“პარლამენტის არჩეული შემადგენლობა ხალხის ნებას არ გამოხატავს”- ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს
შემდეგი სტატიაFinancial Times-ი წერს, რომ კლინტონის დამარცხებით დემოკრატებმა გაიხარეს