პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ცხარე კამათის ფონზე გაიხსნა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ცხარე კამათის ფონზე გაიხსნა.

კომიტეტის დღევანდელ სხდომას „სირცხვილიას“ სამოქალაქო აქტივისტები დაესწრნენ, რომლებიც დაინტერესდნენ პარლამენტის პოზიციით 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე დაპატიმრებულ პირებთან დაკავშირებით.

მათ აღნიშნეს, რომ პარლამენტს უნდა დაეფიქსირებინა პოზიცია, რას ფიქრობდა „გავრილოვის ღამის“ პატიმრებზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ თამარ კაკაბაძე, რომელიც სხდომაზე იმყოფებოდა, ელენე ხოშტარიას თანაშემწეა და აქვს უფლება თავის აზრი გამოხატოს. თავის მხრივ, კაკაბაძემ დაადასტურა, რომ ხოშტარიას თანამშემწეა, თუმცა აქვს კითხვები და ამ საკითხზე პასუხები მოითხოვა დეპუტატებისგან.

banner
წინა სტატიაშისასამართლო პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
შემდეგი სტატიაადგილზე ვითარება სტაბილური და მშვიდია-უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე