ადგილზე ვითარება სტაბილური და მშვიდია-უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე, რომელიც სოფელ ჩორჩანაში იმყოფება, აცხადებს, რომ ადგილზე ვითარება სტაბილური და მშვიდია.

“რაც შეეხება გასროლას, ჩვენი ინფორმაციით, ეს გასროლა განხორციელდა არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არამედ სამხრეთის ზონიდან, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს აქტიურ სამონადირეო სეზონს“ – თქვა კახა ქემოკლიძემ.

29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვა, რომ 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე აიღოს ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგო. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ წნელისს ესაზღვრება

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ცხარე კამათის ფონზე გაიხსნა
შემდეგი სტატიასიტუაცია კონტროლს ექვემდებარება-შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე