პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს

პარლამენტის 5 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ და კენჭს უყრიან.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მელიას წერილობითი განცხადება უკვე განიხილა და მიიჩნია, რომ მელიას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება 29 ივლისს მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. წერილობითი განცხადება კი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 3 აგვისტოს წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიჭყონდიდის ეპარქიის მრევლი საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და დიდი გამარჯვების მოლოდინში