ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და დიდი გამარჯვების მოლოდინში

რუსთავის ნომერ მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მომენტი იყო ის, რომ მე ახლა, ამ საპყრობილეში ვიყავი, შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, თქვენი ხმა ესმოდა, შემოგითვალათ დიდი სიყვარული, ძალიან მხნედ არის, კარგად არის, რაც მთავარია, დიდი რწმენა აქვს საქართველოს გამარჯვების და რეჟიმის დამარცხების. ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რუსული რეჟიმის მიერ დევნილი, არის სირცხვილი ამ ხელისუფლების, არის სირცხვილი სახელმწიფოსი, მაგრამ ძალიან მალე ის იქნება თავისუფლებაზე, საქართველო იქნება თავისუფალი, გარდაუვალია ჩვენი გამარჯვება. არ არსებობს გამარჯვება თავისუფლებისთვის ბრძოლის გარეშე, რთულია, რისკიანია ეს გზა და მიშას ეს ჰქონდა გაცნობიერებული, მაგრამ ბედნიერია, რომ თავის სამობლოშია, თქვენი ხმა ესმის და დიდი გამარჯვების მოლოდინით არის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“შიმშილობას აგრძელებს, მას შემდეგ რაც დააკავეს, ახლაც, ამის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა, ანუ არის მეთვალყურეობის ქვეშ. მიშას გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისადმი, ჩემი მეგობრებისადმი ჩვენს მიმართ, ყველას მიამრთ, არის ბრძოლა თავდაუზოგავად, რეჟიმის წინააღმდეგ მეორე ტურებში დამარცხება რეჟიმის. მიშას გზავნილი არის ის, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში მოგება, წართმევა “ქართული ოცნების” ხელისუფლების და საკრებულოებში უმრავლესობის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს
შემდეგი სტატიამელია: ძალიან მალე ბატონი ღარიბაშვილი იქნება ოპოზიციაში და მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა