ჭყონდიდის ეპარქიის მრევლი საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს

“ვინაიდან და რადგანაც, ე.წ “მეუფე” სტეფანე კალაიჯიშვილი დღემდე უპასუხიმგებლოდ ეკიდება მიტროპოლიტ პეტრეს მიმართ გამოთქმულ ცრუბრალდებასა და ცილისწამებას, ამავე დროს, სუს-ის მღვდელმთავართა კრებსებში მოხსენიებულია, როგორც მემრუშე და სულიერ შვილთან ინტიმური ურთიერთობის მქონე მღვდელმთავარად (ცნობილია პიროვნების სახელი, გვარი, პირადი მონაცემები და ფოტოსურათი, რაც უხეშ კნონიკურ დარღვევას წარმოადგენს) იმსახურებს განკვეთას საეკლესიო ხარისხიდან!
“მეუფედ” წოდებული კი სინანულის ნაცვლად, ისევ ცდილობს თავდაცვის მიზნით, თავს დაესხას მართალ და ღირსეულ ბერ-მონაზონთა დასს, რომლებიც დღემდე პასუხებს ითხოვენ მის ანტიკანონიკურ და ანტიქრისტიანულ ქმედებებზე!
ხოლო საეკლესიო სასამართლო ისევ არ იმართება და წმინდა სინოდი უყურადღებოდ ტოვებს მრევლისთვის არსებულ ღრმა და მტკივნეულ პრობლემას!
მისი ზღვარგადასული ანტიქრისტიანული საქციელი , შეურაცხმყოფელია, როგორც მრევლისთვის , ასევე წინაპართა ხსოვნისთვის!
ვითხოვთ, ცრუ ეპისკოპოსმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია და აღდგეს კანონიკური სამართალი ჭყონდიდში!
ქრისტეს ჭეშმარიტად მადიდებელი მოძღვრების დიდი თხოვნით, ჩვენ აქამდე უსიტყვოდ ვითმენდით ამ უსამართლო მოპყრობებს. მათ არ სურდათ ჩვენი დაპირისპირება, თუმცა, უკვე, ყველა ზღვარი გადაკვეთილია და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ! იმოქმედეთ დროულად და გააზრებით, თუ არ გინდათ ეს ყველაფერი უფრო გამწვავდეს, მასშტაბური სახე მიიღოს და მთლიანად ერი დააზიანოს!
გახსოვდეთ, ჭყოდიდის უძველესი კათედრა ვერასოდეს მიიღებს და შეეგუება: უღირსს, უღმერთოს, ცრუს, გარყვნილ, მრუშსა და ცილისმწამებელს!”,-ნათქვამია ჭყონდიდის ეპარქიის მრევლის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაპარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს