პარლამენტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს

პარლამენტი საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს.

დეპუტატები საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის“ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით იმსჯელებენ.

კანონის პროექტით წესრიგდება საქართველოს პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის შემცირებასთან, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობასთან და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული საკითხები.

ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

ცვლილებების მისაღებად სულ მცირე, 113 ხმის მობილიზებაა საჭირო.

საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით 30-ზე მეტი საკითხის განხილვაა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: სააკაშვილის მორიგი განცხადება საქართველოში ჩამოსვლაზე ივანიშვილის და „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმაა
შემდეგი სტატიატიკარაძე: სწავლის კლასებში განახლება ძირითადად დამოკიდებული იქნება ეპიდემიის გავრცელებაზე