ხაზარაძე: სააკაშვილის მორიგი განცხადება საქართველოში ჩამოსვლაზე ივანიშვილის და „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმაა

„ლელოს“ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმაა.

„სააკაშვილის მორიგი წინასაარჩევნო განცხადება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ივანიშვილის და „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა და საერთო ოპოზიციური ფრონტისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლაა. ამ გამარჯვების მისაღწევად „ლელო“ აგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას არჩევნებში მონაწილე ნამდვილ ოპოზიციურ ძალებთან. 2 ოქტომბერს „ოცნება“ დამთავრდება და დაიწყება საქმის კეთება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.

„ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

წინა სტატიაშიგახარია კალაძესთან შუამავალზე – ეს არის ის ტყუილი, რომელსაც კახა რაღაცნაირად ცდილობს, რომ თავი აარიდოს
შემდეგი სტატიაპარლამენტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს