ტიკარაძე: სწავლის კლასებში განახლება ძირითადად დამოკიდებული იქნება ეპიდემიის გავრცელებაზე

“სწავლის კლასებში განახლება ძირითადად დამოკიდებული იქნება ეპიდემიის გავრცელებაზე, მაგრამ მე როგორც გითხარით, უკვე აქ გვაქვს სასიკეთო ცვლილებები ეპიდემიის უკან დახევასთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე, უკვე თითქმის მტკიცედ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაიწყება სწავლა იმ დასახელებულ თარიღზე [4 ოქტომბერს], რომელიც ჩვენ დავასახელეთ.”-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არა მასობრივი, არამედ მიზნობრივი ვაქცინაცია.

“საქართველოს მაგალითზე ჩვენ დავაკვირდით, თუ რომელი ჯგუფი ავადდება ყველაზე მეტად, რომელი ჯგუფის ჰოსპიტალიზაცია ხდება ყველაზე მეტად და ჰოსპიტალიზებულთა შორის, ვისი ლეტალობა არის მაღალი და აქ ცალსახად გამოიკვეთა ის ასაკობრივი გრადაცია და ასაკობრივი პირამიდა, რომელიც ჩვენ უკვე რამდენჯერმე განვმარტეთ – ეს ძირითადად არიან 60 წელს ზევით მოქალაქეები და მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები.

სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის არა მასობრივი ვაქცინაცია, არამედ, მიზნობრივი ვაქცინაცია იმისთვის, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის შემცირება.”- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: სააკაშვილის გადასაწყვეტია, ჩამოვა თუ არა, ჩვენ ახლა კონცენტრირებული ვართ ადგილობრივ არჩევნებზე