პარიზმა განაცხადა, რომ “ყვითელ ჟილეტებს” უცხოეთიდან აქვს მხარდაჭერა

საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მოძრაობა “ყვითელ ჟილეტებს” უცხოეთიდან აქვს მხარდაჭერა -მინისტრთა კაბინეტის პრეს-მდივანმა ბენიამინ გრივუმ განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს. მისი თქმით, ზოგიერთი დემონსტრანტი, რომელიც ძალადობდა ულტრამემარცხენეებს განეკუთვნება, ზოგიერთი კი – ულტრამემარჯვენეებს. “მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ყვითელი ჟილეტი ჩაიცვა, არ ნიშნავს, რომ ის დემონსტრანტების იდეებს იზიარებს” – განაცხადა გრივუმ.
მთავრობის პრეს-მდივანმა, ასევე აღნიშნა, რომ რუსული არხი “RT” გაშუქებისას პროპაგანდის ინსტრუმენტებს იყენებს. გარდა ამისა, გრივუმ ყურადღება გაამახვილა იტალიის მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მათ “ყვითელ ჟილეტებს” მორალური მხარდაჭერა გამოუცხადეს. მოძრაობა “ხუთმა ვარსკვლავმა”, რომლებიც მემარჯვენე პოპულისტები არიან, ფრანგ დემონსტრანტებს თანადგომა გამოუცხადა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პარლამენტი “ბრექზიტი”-ს კენჭისყრის ჩავარდნისთვის მოემზადა
შემდეგი სტატიაერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთში მალე კანაფის კულტივირებას დაიწყებენ