ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთში მალე კანაფის კულტივირებას დაიწყებენ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიბ ერდორანმა განაცხადა, რომ “მტრების გამო, რომლებიც მეგობრებად აჩვენებდნენ თავს”, ქვეყანაში კანაფის კულტივაცია არ ხდება, რომ მისგან დამზადებულმა პარკებმა პოლიეთილენის პარკები ჩაანაცვლოს, რომელსაც “1000 წელზე მეტი სჭირდება დასაშლელად და რომელსაც ჩვენ საბოლოოდ გამოვუცხადეთ ომი” – Anadolu-ზე დაყრდნობით რუსული “ლენტა” წერს. ის გამოცემას მოუყვა, თუ რა უპირატესობები აქვს კანაფისგან დამზადებულ სამეურნეო პროდუქტებს პოლიეთილენისგან დამზადებულთან შედარებით და საკუთარი ბავშვობა გაიხსენა, როცა მისი მშობლები კანაფისგან თოკს წნავდნენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ მალე თურქეთში კანაფის კულტივირებას დაიწყებენ, რომ ის სამეურნეო მიზნებისთვის გამოიყენონ.

პირველი იანვრიდან თურქეთში პოლიეთილენის უფასო პარკები აიკრძალა. შეზღუდვები შემოიღეს, ასევე, სამხრეთ კორეაში, სადაც მომხმარებლებს ქაღალდის პარკებს სთავაზობენ.

banner
წინა სტატიაშიპარიზმა განაცხადა, რომ “ყვითელ ჟილეტებს” უცხოეთიდან აქვს მხარდაჭერა
შემდეგი სტატიაFord-ი რუსეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის