ბრიტანეთის პარლამენტი “ბრექზიტი”-ს კენჭისყრის ჩავარდნისთვის მოემზადა

საპარლამენტო კენჭისყრის ჩავარდნისთვის, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებას ეხება, ბრიტანეთის მთავრობა გეგმა “ბე”-ზე უნდა გადავიდეს – ამ ინიციატივას 9 იანვარს 308 პარლამენტარმა დაუჭირა მხარი. 297 კი წინააღდმეგ წავიდა – “დოიჩე ველე” წერს.

25 ნოემბერს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ხელმძღვანელმა ბრიუსელში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის 585 გვერდიანი დოკუმენტი მიიღო, რომელზეც 13 ნოემბერს შეთანხმდნენ. გარდა ამისა, შეხვედრაზე მიღებული იქნა პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც ევროკავშირ-ბრიტანეთს შორის “ბრეკზიტის” შემდგომ ურთიერთობებს დაარეგულირებს.
დეკემბერში ბრიტანეთის პარალმენტში ხუთდღიანი დებატები გაიმართა. დოკუმენტს, რომელისთვისაც პარლამენტს კენჭი 11 დეკემბერს უნდა ეყარა, 15 იანვრისთვის გადადეს.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 2019 წლის 29 მარტიდან უნდა დაიწყოს.

banner
წინა სტატიაშირუსი მომღერალი დიმა ბილანი მუსიკალური ზედამხედველობის სამსახურის შემოღების იდეით გამოვიდა
შემდეგი სტატიაპარიზმა განაცხადა, რომ “ყვითელ ჟილეტებს” უცხოეთიდან აქვს მხარდაჭერა