პარიზის პოლიცია თანამშრომლების რადიკალიზაციაზე საუბრობს

2012-დან 2015 წლამდე პარიზის პოლიციის თანამშრომლების რადიკალიზაციის მინიმუმ 17 შემთხვევა დაფიქსირდა – ადგილობრივი მედია ავრცელებს საფრანგეთში ახლახანს გამოცემულ წიგნზე “სად წავიდნენ ჩვენი ჯაშუშების?” დაყრდნობით.
ავტორები ერიკ პელეტიე და კრისტოფ დიუბუა ირწმუნებიან, რომ აღნიშნულმა ახალგაზრდებმა პოლიციაში მუშაობა 2000-იანებში დაიწყეს, რაც მკაცრი კონკურსის გავლას ნიშნავს.რადიკალიზაციის ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია პოლიციელი, რომელმაც თავისი კოლეგა გააოცა იმითი, რომ მანქანით ქუჩების პატრულირების დროს ის ისლამურ რელიგიურ სიმღერებს უსმენდა, გარდა ამისა, ერთხელ მან პოლიციის მანქანა დატოვა და მაღაზიაში შევიდა, რომ ცოლისთვის ფარანჯა ეყიდა.
წიგნის ავტორების თქმით, მათ მიერ მოყვანილი მაგალითები, რომელიც რადიკალიზაციის მაჩვენებელია, ხდება არა მხოლოდ პოლიციაში, არამედ, თავდაცვის, შს და იუსტიციის სამინისტროებშიც.

banner
წინა სტატიაშიVolkswagen-ი აშშ-ს 4,3 მილიარდ დოლარ ჯარიმას გადაუხდის
შემდეგი სტატიაარჩევნების შემდეგ ტრამპის რეიტინგი მინიმუმამდე დაეცა