პარიზი მილიონობით ევროს დახარჯავს წყალდიდობის დროს დაზარალებულების დასახმარებლად

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ფინანსურად დაეხმარება ყველას, ვინც წყალდიდობის შედეგად “ყველაფერი დაკარგა”. მისივე თქმით, ადგილობრივი მთავრობა რამდენიმე დღეში მიიღებს მილიონობით ევროს დაზარალებულების დასახმარებლად. საფრანგეთში სტიქიის მსხვერპლი 4 ადამიანი გახდა, 42-მა კი ტრავმა მიიღო. ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 7 ათასი ადამიანია დარჩენილი. პრემიერი უახლოეს დღეებში მოინახულებს მონტარჟს, რომელიც, წყალდიდობამ ყველაზე მეტად დააზარალა.

გუშინ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე სენამ თავის პიკს მიაღწია და კლება დაიწყო.
სადაზღვევო ასოციაცია AFA,-ს მონაცემებით, წყალდიდობის გამო, სადაზღვევო კომპანიებმა 600 მილიონ ევროზე მეტი უნდა გასცენ.

banner
წინა სტატიაშიტომას მორისი: გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მომავლის შესანიშნავი ხედვით გამოირჩევა
შემდეგი სტატიაჯგუფი Maroon 5 ბათუმშია